LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს ოფიციალური პირების მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები შეუმჩნეველი არ რჩება„ – მარგუს ცაჰკნა დიდი ბრიტანეტის სანქციებზე

116
jgz1li0z43njbt7

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა გაერთიანებული სამეფოს მიერ ვახტანგ გომელაურისა და სხვა ძალოვნების დასანქცირებას ეხმაურება.

მისი თქმით, „საქართველოს ოფიციალური პირების მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები შეუმჩნეველი არ რჩება”.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს; მის მოადგილეს, ალექსანდრე დარახველიძეს; თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ სულხან თამაზაშვილს; განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს, ზვიად ხარაზიშვილსა და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს სანქციები დაუწესა.

ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, მათ სანქციებს უწესებენ, რადგან პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე.

სანქციები, საგარეო უწყების განმარტებით, გულისხმობს მოგზაურობის აკრძალვას ბრიტანეთში და უძრავი ქონების გაყინვას, – რაც „მათი დიდი ბრიტანეთიდან და მისი ეკონომიკიდან გარიცხვას ნიშნავს“.

გაერთიანებული სამეფო ვახტანგ გომელაურს, ალექსანდრე დარახველიძეს, ზვიად ხარაზიშვილს, სულხან თამაზაშვილსა და მილერი ლაგაზაურს სანქციებს უწესებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g