LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაკავებულთა 70% ამბობს, რომ გახდნენ არაადამიანური მოპყრობის, რიგ შემთხვევაში კი წამების მსხვერპლი“ – ლონდა თოლორაია

126
ლონდა თოლორაია

დაკავებულთა 70% ამბობს, რომ გახდნენ არაადამიანური მოპყრობის, რიგ შემთხვევაში კი წამების მსხვერპლი, – ამის შესახებ სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა და საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტთა დაკავებაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, დაკავებული პირების მონაყოლიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ისტორიები იდენტურია, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულები ერთმანეთსაც არ კი იცნობდნენ.

„დაკავებულია 400-ზე მეტი პირი, აქედან 70% ამბობს, რომ გახდნენ არაადამიანური, არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლი, რიგ შემთხვევაში კი წამების. ეს ადამიანები ჰყვებიან იდენტურ ისტორიებს, თუ როგორ ხდება მათი დაკავება, დაზიანებების მიყენება, სად ხდება მათი განთავსება.

ერთი და იგივე ინფრასტრუქტურის სატრანსპორტო საშუალებებში აჰყავთ, ამ სატრანსპორტო საშუალებებს არ აქვს სავარძელი, რათა უფრო მარტივი იყოს მათი მოხელთება. ჰპარავენ ნივთებს, რომელსაც ვერ იყენებენ. ემუქრებიან გაუპატიურებით, სხვადასხვა ორგანოების მოტეხით და ასე შემდეგ.

ერთი და იგივეა დაზიანების მიყენების მიდამოები. ამ ყველაფერს ემატება გადაღება, მათთვის შეურაცხმყოფელი მოქმედებების განხორციელების მოთხოვნა. ეს დაკავებულები არიან ადამიანები, რომელთა უმრავლესობაც ერთმანეთს არ იცნობს და ისტორიები იდენტურია“, – ამბობს ლონდა თოლორაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g