LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სხვანაირად არ შემიძლია, ვერ დავჯდები სახლში, ვერ ვიმღერებ…გავაუქმე ყველაფერი და ამით დავისვენე“ – ვერიკო ტურაშვილი

2024-12-20_01-19-45_091970

მომღერალი ვერიკო ტურაშვილი აცხადებს, რომ ყველა კონცერტი გააუქმა.

მისი თქმით, ურჩევნია საკუთარ თავთან და ხალხთან მართალი იყოს.

„სხვანაირად არ შემიძლია, ვერ დავჯდები სახლში, ვერ ვიმღერებ. გუშინდელ დღემდე ძალიან ვნერვიულობდი და რომ მივიღე გადაწყვეტილება, ამოვისუნთქე, მირჩევნია ვიყო მართალი საკუთარ თავთან, ხალხთან, იმ ადამიანებთან ვინც იქ დგას, იტანჯება, უკანონოდ არის დაკავებული, მათ მშობლებთან.

მე ჩემი მხრიდან, სამწუხაროდ, ჯერ მეტი არაფერი შემიძლია და გავაუქმე ყველაფერი და ამით დავისვენე“, – განაცხადა ტურაშვილმა გადაცემაში „რეაქცია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g