LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო/ფოტო: „სოციალური ქსელი იქნება თუ ქუჩაში შეხვედრა, მუდმივად მეუბნებიან, ვერიკო, გელოდებით…“ – ვერიკო ტურაშვილის ახალი კომპოზიცია ძველ აზერბაიჯანულ მოტივებზე და ფერადი კლიპი

1294
ვერიკო ტირაშვილი

ვერიკო ტურაშვილი მსმენელს ახალ სიმღერას წარუდგენს, რომელსაც „ჩემო ერთო“ ჰქვია და აღმოსავლურ მოტივებზეა შექმნილი.

კლიპის პრემიერა, რომელიც ალექსანდრე ფურცხვანიძემ გადაიღო, მალე შედგება, თუმცა მხოლოდ სოციალური ქსელებისთვისაა განკუთვნილი. მანამდე კი მომღერალმა ვიდეოდან ამონარიდი გაგვიზიარა და დიდი კომპლიმენტებიც მიიღო დახვეწილ შესრულებასთან დაკავშირებით. კოსტიუმებზე თავად, საკუთარი ბრენდის ქვეშ იმუშავა და ფიქრობს, რომ ძალიან მოუხდა იმ გარემოს, სადაც ვიდეოა გადაღებული.

fortuna.ge-ს ის ახალი ნამუშევრის შესახებ უყვება.

ვერიკო ტურაშვილი:

ეს არის ჩემი ახალი სიმღერა. ჩემი ბოლო წლების შემოქმედებით ცხოვრებაში განსაკუთრებულად მოვინდომე ჩემი საყვარელი ჟანრის, მუღამის შესრულება, აზიურ მოტივებზეა დაფუძნებული და ქართულშიც დიდი დოზით არის, განსაკუთრებით აშუღურ მუსიკაში.

ეს სიმღერა აზერბაიჯანული ფოლკიდან ავიღე, მათი ერთ-ერთი მთავარი საგანძურია და შევეცადე, ძალიან დელიკატურად შევხებოდი. ვიმღერე ქართულ ენაზე. ტექსტი დაწერა ნანა ცინცაძემ, ჩემმა საყვარელმა პოეტმა და მეგობარმა, რომელთან თანამშრომლობაც ყოველთვის იდეალურად გამომდის ხოლმე. ჩემთვის ყოველთვის საუკეთესო შედეგით სრულდება ხოლმე.

რაც შეეხება კლიპს, სიმართლე გითხრათ, ლოკაციაზე, სადაც ეს ყველაფერი გადავიღეთ, ფოტოსესიისთვის წავედით მე და ჩემი ასევე ერთგული მეგობარი, რეჟისორი ალექსანდრე ფურცხვანიძე. მერე რისლების სახით დავიწყეთ ვიდეოების გადაღება და ვინანე, რომ თავიდანვე კლიპი არ გვქონდა დაგეგმილი. კლიპად არ გადაგვიღია, მხოლოდ რილსების სახით გვაქვს და ალბათ, მხოლოდ სოციალურ ქსელებში განვათავსებთ ერთიანი ვიდეოს სახით.

სიმღერას „ჩემო ერთო“ უკვე აქვს ფანტასტიკური გამოხმაურება. ვფიქრობ, როცა მომღერალი რაღაცას დიდი სიყვარულით ეკიდება და გულით მღერის, ის მალე აღწევს ადამიანების გულებამდე და გამორჩეულ გრძნობებს უღვივებს მსმენელს. სრული ვერსია არც დამიდია, მხოლოდ ორი მონაკვეთი დავდე, მაგრამ ძალიან კარგი და თბილი გამოხმაურება აქვს. ეს არის ჩემთვის მთავარი და არა კომერციული მხარე.

ვფიქრობ, მთავარი ისაა, რომ მუდმივად ვგრძნობ იმ ადამიანების მოლოდინს, რომლებიც ჩემი პოტენციური მსმენელი არიან. როცა პატარა პაუზა მაქვს, სოციალური ქსელი იქნება თუ ქუჩაში შეხვედრა, მუდმივად მეუბნებიან, ვერიკო, გელოდებით…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g