TKT.GE და თიბისი ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო დაზარალებული სფეროების მხარდასაჭერად ერთიანდებიან. კერძოდ, პირველ იანვრამდე დაგეგმილი გაუქმებული კულტურული ღონისძიებებისთვის ისინი დარბაზის სრულ ღირებულებას ჩარიცხავენ მსახიობებისა და მუსიკოსებისთვის – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას TKT.GE სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გაუქმებული სპექტაკლების ყველა ბილეთი ასევე გაიყიდა პლატფორმაზე Biletebi.ge. კომპანია მადლობას უხდის მაყურებელს, რომელმაც მხარდაჭერა თეატრებს პირველმა გამოუცხადა და აღნიშნავს იმასაც, რომ ინიციატივას საქართველოს ბანკიც შეუერთდა.