თიბისი ეროვნული AI ჰაკათონის მთავარი პარტნიორი და თანაორგანიზატორია
5–6 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში, GAIA-ის ორგანიზებით ეროვნული AI ჰაკათონი გაიმართება. ღონისძიების მთავარი პარტნიორია თიბისი.
5–6 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში, GAIA-ის ორგანიზებით ეროვნული AI ჰაკათონი გაიმართება. ღონისძიების მთავარი პარტნიორია თიბისი.
თიბისიმ ცნობილ ქართველ იუთუბერს, Gigi On the Road-ს, შავი პარასკევის ფარგლებში, უჩვეულო და სახალისო გამოწვევა შესთავაზა. მოგზაურობასა და თავგადასავლებთან ასოცირებული გიგი ამჯერად სრულიად განსხვავებულ გამოცდილებაში ჩაერთვება: 24-დან 28 ნოემბრის ჩათვლით, ხუთი დღის განმავლობაში, მისი დროებითი საცხოვრებელი City Mall იქნება.
თიბისიმ, შავი პარასკევის ფარგლებში, მომხმარებლებს ბიზნესბარათებით გადახდებზე სპეციალური შეთავაზება მოუმზადა. კერძოდ,თიბისის ბიზნესმომხმარებლები, რომლებიც თიბისის ბიზნესბარათით პირველად ისარგებლებენ და 23-29 ნოემბერს, ჯამურად 2 000 ლარის გადახდებს განახორციელებენ, 500 ლარიან ქეშბექს მიიღებენ.
წელს თიბისის Black Friday განსაკუთრებით მასშტაბურია. 20 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ეტაპობრივად ისარგებლონ თითქმის ყველა კატეგორიის, ჯამში 150-მდე ობიექტში მოქმედი ფასდაკლებებითა და თიბისის დაუჯერებელი შეთავაზებებით.
ტენდერში მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, ელექტრონული სატენდერო გარანტია თიბისის ფილიალში მისვლის გარეშე, ონლაინ, მობაილბანკიდან მიიღონ. გარანტიის მისაღებად კი, ფინანსური ანალიზი და უზრუნველყოფა საჭირო არ არის.