LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტოფერ ნოლანს რაინდის წოდება მიენიჭა

125
page

ბრიტანელ-ამერიკელ რეჟისორს, კრისტოფერ ნოლანს კინოინდუსტრიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გაერთიანებული სამეფოს რაინდის წოდება მიენიჭა.

აღსანიშნავია, რომ წოდება მიიღო რეჟისორის მეუღლემაც, კინოპროდიუსერმა, ემა ტომასმა.

„მაყურებელმა ზუსტად ისე უნდა დაინახოს კვანტური სამყარო, ატომების მოძრაობა და ენერგიის ტალღები, როგორც ოპენჰაიმერი ხედავდა” – კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერი“

ნოლანმა სარეჟისორო კარიერა 1998 წელს, ფილმით „დევნა“ დაიწყო. მას მოჰყვა ფსიქოლოგიური თრილერი „მემენტო“, რისთვისაც მან „ოსკარზე“ ნომინაცია მოიპოვა „საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის“.

2002-2006 წლებში გამოვიდა ფილმები, „ინსომნია“„ბეტმენი: დასაწყისი“ და „პრესტიჟი“. ნოლანის შემდეგი ბლოკბასტერის, „ბნელი რაინდის“ შემოსავალმა კი მილიარდ დოლარს გადააჭარბა და „წლის ყველაზე შემოსავლიანი სურათიც“ გახდა. უნდა აღინიშნოს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი, „ინტერსტელარიც“, რომელიც კინოგაქირავებაში 2014 წელს გამოვიდა. ამ დროისთვის მისი ბოლო წარმატება „ოპენჰაიმერია“, რომელმაც „ოსკარის“ დაჯილდოებაზე არნახული ტრიუმფი მოუტანა რეჟისორს.

5 რეჟისორის 5 საუკეთესო ფილმი, რომელიც მათი შემოქმედების ,,სავიზიტო ბარათად” იქცა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები