LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფალი ლეტიცია „კაროლინა ჰერერას“ ყაყაჩოებით მოქარგულ ქვედაბოლოში

111
page

ესპანეთის დედოფალი ლეტიცია ცნობილია თავისი განსაკუთრებული სიყვარულით ცნობილი ბრენდების მიმართ. ამჯერად ის მადრიდის სამეფო სასახლეში საქველმოქმედო ღონისძიებას მასპინძლობდა, სადაც ის ბრწყინავდა „კაროლინა ჰერერას“ ულამაზეს ორეულში. ეს გახლავთ წითელი ზედა შავი ნაქსოვი ქვედაბოლოს კომბინაციით, რომელსაც ყაყაჩოების პრინტი ამშვენებდა, ანსამბლს დედოფალმა  ხავერდის შავი ფერის ფეხსაცმელი შეუხამა.

საინტერესოა, რომ ყაყაჩოებით მოქარგული ქვედაბოლო ლეტიციას რამდენჯერმე ეცვა, მათ შორის 2019, 2020 და 2023 წლებში.

ფოტო: დედოფალი ლეტიცია ყვავილებით მოქარგულ ამოჩემებულ ნაქსოვ კაბაში

მეფე ფილიპესა და დედოფალ ლეტიციას ვალენსიაში ტალახი ესროლეს – წყალდიდობით დაზარალებულ ქალაქ პაიპორტაში სამეფო ოჯახის წარმომადგენლების მისვლას ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები