LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეფე ფილიპესა და დედოფალ ლეტიციას ვალენსიაში ტალახი ესროლეს – წყალდიდობით დაზარალებულ ქალაქ პაიპორტაში სამეფო ოჯახის წარმომადგენლების მისვლას ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა

246
ვითარება ესპანეთში

მეფე ფილიპე და დედოფალი ლეტიცია ვალენსიაში სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ. მონარქები სწორედ იმ ადგილას ჩავიდნენ, სადაც წყალდიდობამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ისინი მიმდინარე სამძებრო სამუშაოებს გაეცნენ და მოსახლეობას შეხვდნენ. ეს შეხვედრა მძიმე გამოდგა მეუღლეებისთვის, რადგან ხალხი მათ პროტესტითა და შეძახილებით შეხვდა.

ფოტოგრაფებმა აღბეჭდეს მომენტები, როგორ ესვრიან ტალახს მეფესა და დედოფალს, აქვე ისმის სკანდირება, მკვლელებო. ინტერნეტში ასევე ჩანს, მეფე ფილიპესა და დედოფალ ლეტიციას რეაქცია, ისინი აგრძელებენ დაზარალებულებთან საუბარს, მიუხედავად იმისა, რომ მათ სახეში ტალახს ესვრიან. გაბრაზებული მოსახლეობის აგრესიას, მონარქები ადეკვატურად შეხვდნენ, მეფე ფილიპე ხალხთან მივიდა და მათი დამშვიდება სცადა, ლეტიცია კი ცრემლებს ვერ იკავებდა.

ესპანეთში წყალდიდობას 95 ადამიანი ემსხვერპლა – ბოლო ცნობები

ცნობისთვის, ესპანეთი ბოლო 50 წლის მანძილზე ყველაზე კატასტროფული წყალდიდობის შედეგებთან გამკლავებას ცდილობს. სამაშველო სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 215-ს გადააჭარბა. დანგრეულია სახლები, გზები, ხიდები. დაზარალებული რეგიონების დახმარებას ჯარისკაცები და მოხალისეები ცდილობენ. მეცნიერები წყალდიდობის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად კლიმატის ცვლილებას ასახელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g