LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ს 11 ხელმძღვანელ პირს, მათ შორის ვახტანგ გომელაურს, ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს და ვაჟა სირაძეს მთავრობა ღირსების ორდენზე წარადგენს

286
ირაკლი კობახიძე

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ინაუგურაციის შემდეგ ღირსების ორდენზე წარვადგინო შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი თანამდებობის პირები, საუბარია 11 თანამდებობის პირზე“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, აღნიშნულ პირებს შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მინისტრის მოადგილეები, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი.

„ესენი არიან შს მინისტრი, ვიცე-პრემიერი, ვახტანგ გომელაური, შს მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე, შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, შს მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი, შს მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე, შს სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თემურ კუპატაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, სულხან თამაზაშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი, ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები მილერი ლაგაზაური და მირზა კერზევაძე.

ინაუგურაციის შემდეგ, თერთმეტივე წარმომადგენელი ჩვენი მხრიდან ღირსების ორდენზე იქნება წარდგენილი“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

გაერთიანებული სამეფო ვახტანგ გომელაურს, ალექსანდრე დარახველიძეს, ზვიად ხარაზიშვილს, სულხან თამაზაშვილსა და მილერი ლაგაზაურს სანქციებს უწესებს

magti 5g