LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქპატენტმა ხუთ ახალ უნიკალურ ქართულ პროდუქტს გეოგრაფიული აღნიშვნის და ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი მიანიჭა

104
საქპატენტი

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა „საქპატენტმა“ ხუთ უნიკალურ ქართულ პროდუქტს გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი მიანიჭა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განაცხადის საფუძველზე გორის ვაშლი, სვანური მარილი, კახური შაშხი და ბოლნისის ახალი კარტოფილი გეოგრაფიულ აღნიშვნებად, ხოლო შპს იმერული ღვინის ასოციაციის მიერ შემოტანილი განაცხადით ობჩის ღვინო ადგილწარმოშობის დასახელებად დარეგისტრირდა.

უახლოეს მომავალში საქპატენტი ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციას (EUIPO) ევროკავშირის ტერიტორიაზე ახალი ქართული გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელების დაცვის მინიჭების მოთხოვნით მიმართავს. ასევე, იმ ქვეყნებს, რომლებთანაც ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებებია გაფორმებულია, კერძოდ, შვეიცარიის კონფედერაციას, დიდ ბრიტანეთს, მოლდოვასა და უკრაინას.

გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მინიჭება უზრუნველყოფს პროდუქტების დაცვასა და კონკურენტუნარიანობას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე, რაც ქმნის მყარ საფუძველს სოფლის მეურნეობისა და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g