ქსელში გაჩნდა ვიდეო, სადაც იტალიური სუპერქარის Lamborghini Huracan-ის სველ უგზოობაზე სვლის დემონსტრირბა ხდება. რგოლი YouTube-ზე ბლოგერ Alex Choi-ის ოფიციალურ არხზე გამოქვეყნდა, ავტომობილი კი ლოს ანჯელესის გარეუბანში გადაადგილდება.
ალექსი თავად ამბობს, რომ ასეთი „ბინძური“ სვლისას ყველაზე დიდი პრობლემა თავად ტალახია, რომელიც ავტომობილის სავენტილაციო ადგილს ავსებს. ვიდეოში ასევე Audi RS3-ისა და BMW 3 Series-ის ნახვაა შესაძლებელი.
ბლოგერი განმარტავს, რომ ავტომობილის ძარა ვინილის ფირით დაფარა, რომ საღებავი არ გაფუჭებულიყო, ხოლო წინა ბამპერზე თხელი პლასტმასის ფირფიტა მიამაგრა, რათა ნაკაწრებისგან დაეცვა. რგოლის გადაღების დროს ავტომობილი არ დაზიანებულა, ამბობს ალექსი.