ჩემ შვილებს თოვლის ბაბუა არ ახსოვთ, მამას ელოდებიან, თოვლის ბაბუა გვერდზე გადადეს, – ამის შესახებ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ვეფხია კასრაძის მეუღლემ, ელენე კროტენკო-კასრაძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
ელენე კროტენკო-კასრაძე იზოლატორში მისვლის დეტალებსაც იხსენებს.
„ბავშვებთან ერთად მივედი, თავიდან მომეჩვენა, რომ მხნედ იყო, მაგრამ შუშაში გვალაპარაკეს, ბავშვებს ვერ მიეფერა, და თქვა, რომ ამდენ უსამართლობას ვეღარ ავიტან და შიმშილობას ვიწყებო.
რთულ რეალობაში ვარ, სამი ბავშვი მყავს და ფხიზლად უნდა ვიყო. მინდა ის ჯანმრთელად იყოს. მინდა ყველა მშვიდობით დაუბრუნდეს თავის ოჯახებს და ქვეყანაში ევროპული მომავალი გვეზეიმოს“, – განცხადა კასრაძემ.