„რადგან მეც მახსენა, კი ბატონო, ვუპასუხებ: ნანა დიხამინჯიამ თავი ყველას პროვოკატორობით, აგრესიით და გამოკვეთილად არაქართული დამოკიდებულებით დაგვამახსოვრა“, – წერს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში და მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძისა და ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორის, სამოქალაქო აქტივისტის, ნანა დიხამინჯიას სიტყვიერი დაპირისპირების ამსახველ ვიდეოს ეხმიანება.
როგორც ნინო წილოსანი წერს, ნანა დიხამინჯიამ „თავის თავზე ბინძური დავალების შესრულება აიღო“.
„რატომ ჰგონია, რომ სადმე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს ამით, მართლა მიკვირს.. შეიძლება ის „ნაცებს“ და ლგბტ აქტივისტებს ძალიან მოსწონთ, რადგან მისი აქტივიზმი, ფაქტია, მხოლოდ არაქართული გეგმების და აგენტურული ნაც.პარტიების პოლიტიკას ემსახურება და არაფერი აქვს საერთო საქვეყნო საქმის კეთებასთან!
დღეს კი უდავოდ ბინძური დავალების შესრულება აიღო თავის თავზე, ოღონდ არ გამოუვიდა და თავისივე პოსტში თავს იმართლებდა შემკვეთებთან“, – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.
რადგან მეც მახსენა, კი ბატონო, ვუპასუხებ: ნანა დიხამინჯიამ თავი ყველას პროვოკატორობით, აგრესიით და გამოკვეთილად…
Posted by ნინო წილოსანი • Nino Tsilosani on ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2024
შეგახსენებთ, ნანა დიხამინჯიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ როდესაც სახლში მიდიოდა, ლიფტიდან გამოსული მამუკა მდინარაძე შეხვდა. ნანა დიხამინჯია სოციალურ ქსელში ვიდეოსაც აქვეყნებს.
ნანა დიხამინჯიასთან სიტყვიერი დაპირისპირების დროს გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეც. როგორც მამუკა მდინარაძე წერს, „მის სტატუსებზე გიჟდებიან, ერთი კვირაა მთავარ თემად აქვთ და ამიტომ აუცილებლად გააგრძელებს“.