დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს ულოცავს.
მისი თქმით ილია მეორის ღვაწლი დიდია ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განმტკიცებასა და ქვეყნის განვითარებაში:
„ჩვენი უწმინდესი, ჩვეული სიბრძნით, ზნეობისა და ადამიანთა სიყვარულის დიდი უნარით კვლავ შეუდრეკლად დგას ჩვენი – მისი სულიერი შვილების სიმტკიცისა და ღირებულებებისადმი ერთგულების სადარაჯოზე“ – ბიძინა ივანიშვილი პატრიარქს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს ულოცავს
„ვუსურვებ მას კიდევ მრავალი წელი საქართველოს ეკლესიის სათავეში ყოფნას ჩვენი სამშობლოსა და ხალხის საკეთილდღეოდ“ – ამბობს ბიძინა ივანიშვილი.
„პირველ რიგში, უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს. 47 წლის წინ, სვეტიცხოვლის ტაძარში მან ქართველ ხალხს მისცა პირობა, რომ „საკუთარი მხრებით ზიდავდა პატრიარქის უმძიმეს და საპატიო მოვალეობას“, რასაც პირნათლად ასრულებს.
დიდია ილია მეორის ღვაწლი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განმტკიცებასა და ქვეყნის განვითარებაში, რისთვისაც ძალიან დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მადლობას ვუხდი მას. ვუსურვებ მის უწმინდესობას დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„ვულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს და ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“ – ირაკლი კობახიძე
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ მილოცვაშია აღნიშნული.