ქრისტიანის სიყვარული უნდა აღემატებოდეს ჩვეულებრივ სიყვარულს, ყველა ადამიანზე ვრცელდებოდეს, მათ შორის, მტრებზეც...ადამიანისთვის, ვინც მიისწრაფვის სიკეთისკენ, სიწმინდისკენ და ღმერთს სთხოვს შეწევნას, ყველაფერი შესაძლებელია... უნდა ვეცადოთ, გვიყვარდეს ყველა – ჩვენი მოყვარეც, ჩვენი მტრებიც, გვინდოდეს სხვისთვის ის, რაც ჩვენთვისვე გვსურს და ამ სიყვარულის მეშვეობით თვით ღმერთს მივემსგავსებით ,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ ქადაგებისას განაცხადა.
