საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია, თავის მე-100 მოგებულ მატჩს სოციალურ ქსელით გამოეხმაურა.
ჰოლანდიის ჩემპიონატში “ზვოლესა” და “ვიტესს” შორის დაპირისპირება შედგა, სადაც “ვიტესმა” 2:1 მოიგო. სწორედ ეს გამარჯვება გახდა ჩვენებურისთვის მე-100 და კარიერაში სარეკორდო.
გურამი საკუთარ ფეისბუქზე წერს:
“ძალიან ბედნიერი ვარ 3 ქულით და ჩემი მე-100 გამარჯვებით. მალე დავამყარებ ყველა რეკორდს”.
“ვიტესი” ჩემპიონატში 31 ქულით მე-6 ადგილზეა.