ნატალი პორტმანი საფრანგეთის ზღვისპირეთში ისვენებს. ის პაპარაცებმა სენ-ბართელმის სანაპიროზე გადაიღეს. აღსანიშნავია რომ ეს 47 წლის პორტმანის პირველი შვებულებაა მას შემდეგ, რაც ის მეუღლეს დაშორდა.
მსახიობი, რომელიც უკვე წლებია ვეგანურ დიეტაზე იმყოფება, შესანიშნავ ფორმაშია. მას მთლიანი, იასამნისფერი საცურაო კოსტიუმი ამშვენებდა.
ცნობისთვის, ნატალი პორტმანი და ბენჯამინ მილპე, 11 წლიანი ქორწინების შემდეგ, ერთმანეთს ოფიციალურად მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაშორდნენ. პორტმანმა განქორწინებაზე განაცხადი ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში შეიტანა, მას შემდეგ, რაც მეუღლის ღალატის შესახებ შეიტყო.
ცნობისთვის მილპემ ნატალის 25 წლის ფრანგ აქტივისტთან, კამილ იტიენთან უღალატა.
ახალი სიყვარულით შთაგონებული ნატალი პორტმანი „დიორის“ ღონისძიებაზე ბრწყინავს