მეტროსადგური „ვარკეთილი“ დღეს, 06:00 საათიდან, მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება. მეტროს პირველ ხაზზე, მატარებლების მოძრაობა სრულად აღდგენილია.
სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები ინტენსიურ სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ, რათა დღეიდან, მეტროსადგურს მუშაობა შეუფერხებლად გაეგრძელებინა.
კერძოდ, სრულად ჩამოიხსნა დაზიანებული ჭერის დარჩენილი ნაწილი და ქვედა ვესტიბიული გასუფთავდა. შესაბამისად, მგზავრების გადაადგილება სადგურ „ვარკეთილამდე“ ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.
შეგახსენებთ, 30 იანვარს, 10:30 საათზე, სადგურ „ვარკეთილში“ შეკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა. სადგური მგზავრებისთვის დაიხურა და მეტრო სადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „სამგორამდე“ მოძრაობდა.