LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სწორი კითხვაა – რატომ ახლა და რატომ ბაიდენის ხელით?“ – გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ეხმაურება: რას წერს პოლიტოლოგი

952
გია ხუხაშვილი

„ვინც დღეს ამტკიცებს, რომ ეს გადაწყვეტილება ბაიდენის „კუდის მოქნევა“ იყო, ან არაფერი გაეგება გარდამავალ პერიოდში აშშ-ს პოლიტიკური მუშაობის სპეციფიკის, ან უბრალოდ “კონა აბაზი” პროპაგანდისტია, რომელიც შეგნებულად ატყუებს ჯერ კიდევ შემორჩენილ ბაბლს,“ – ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აშშ-ის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ეხმაურება.

როგორც ხუხაშვილი აღნიშნავს, შემთხვევითი არაა, რომ სანქციების დაანონსებას ახდენდნენ ძირითადად რესპუბლიკელი სენატორები და კონგრესმენები.

„სწორი კითხვაა – რატომ ახლა და რატომ ბაიდენის ხელით?

საქმე იმაში გახლავთ, რომ ამ ფორმით ტრამპმა შეიქმნა მაქსიმალურად კომფორტული სასტარტო პოზიცია შემდგომი მოქმედებებისთვის.

მას ახლა შეუძლია ამ გადაწყვეტილების შეცვლა, როგორც შემსუბუქების, ასევე დამძიმების მიმართულებით. თან ისე რომ სწრაფად იმოქმედოს, რადგან ყველას ესმის, რომ აქ დაყოვნება არ შეიძლება.

გზავნილი (ულტიმატუმი) არის ასეთი:

“ტყუილად ჩალიჩობ ლობისტების მეშვეობით რაღაც მოლაპარაკების გახსნას. არავინ შენთან ლაპარაკს არ აპირებს. ან მოიქცევი ისე, როგორც გეუბნებიან და რაც ჭირდება შენი ქვეყნის ნორმალურ, დემოკრატიულ განვითარებას, ან მიიღებ სანქციების გაფართოებას ტრანს-სასაზღვრო მიმართულებით”.

სულ ეს არის და ეს…“ – წერს გია ხუხაშვილი.

აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა

„ეს არის რეალურად ჯილდო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“ – ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე

„აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის დაასანქცირა“ – ენტონი ბლინკენი

„მივესალმები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, მას ამერიკა სძულს და ჩინეთი და ირანი უყვარს – საქართველოს დაუყოვნებლივ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“ – ჯო უილსონი

ნინო წილოსანი: ისტორიულად, ჩვენი გმირები სხვადასხვა სიმძიმის განსაცდელს გადიოდნენ, თუმცა როგორ უფასებდა ამ თავგანწირვას ქართველი ერი და ჩვენი სამშობლო, ესეც ყველამ ვიცით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g