5 ივლისის მოქმედებები ანდრია ჯაღმაიძესთან იყო შეთანხმებული, – შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა ტვ პირველთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, შსს-დან ამ გადაწყვეტილებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ბედოიძე იღებდა.
„2021 წლის 5 ივლისის დღის საათებში, სამწუხაროდ, გეგმა არ იყო. წინასწარ შემუშავებული გეგმა, რომელიც წარვადგინეთ არ აამოქმედეს – სადაც გვყავდა ქვედანაყოფები განსაზღვრული იქ არ დაგვაყენებინეს იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც უნდა ვყოფილიყავით.
გვითხრეს, რომ სიტუაცია ანდრია ჯაღმაიძესთან იყო შეთანხმებული და ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც საჭირო იყო. შსს-დან ამ გადაწყვეტილებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ბედოიძე იღებდა.
10-15 წუთში მოხდა ის, რაც მოხდა. მაშინ, როცა ჩვენი ქვედანაყოფები, სამწუხაროდ, უკვე ყველა ნაცემი იყო“, – აცხადებს შაიშმელაშვილი.