ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.
მოქალაქეები 35-ე დღეა უცვლელად ითხოვენ: ხელახალი არჩევნების ჩატარებას და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას.
მოქალაქეები სკანდირებენ: „საქართველო, საქართველო!”
„2 იანვარს დავიბედოთ ერთმანეთი! კიდევ ერთხელ გავიმეოროთ: თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! ვითხოვთ ახალ არჩევნებს!“ – დღეს აქცია „ბედობა რუსთაველზე" გაიმართება
ანალოგიური აქცია დღეს ასევე 19:00 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთანაა დაგეგმილი.
ცნობისთვის, აქციები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
სლაიდის ფოტო: ტელეგრამ არხიდან – „დაიბრუნე ხმა“