LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრის გამო ევაკუაცია და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

138
ხანძარი

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესის პასიფიკ პალისეიდსის რაიონში ტყის ხანძრის გავრცელების გამო 30 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა.

ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის, კრისტინ კროულის განცხადებით, ხანძარი 500 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა გავრცელებული. შექმნილი მდგომარეობის გამო, ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ადგილზე მობილიზებულია 250 მეხანძრე-მაშველი, ვერტმფრენებით, სახანძრო მანქანებით და სხვა საჭირო აღჭურვილობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g