LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ მამაკაცი მოკლულია – რა ინფორმაცია ვრცელდება ლაგოდეხში მწყემსის გარდაცვალების ფაქტზე 

199
შსს

ამ წუთებში ლაგოდეხში, სასაფლაოზე ნაპოვნ მწყემსის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

როგორც რადიო „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ მამაკაცი მოკლულია. არსებული ინფორმაციითვე, მწყემსი დიდი ხნის გარდაცვლილია, რის გამოც, ცხედარი დაზიანებულია.

ლაგოდეხში 40 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

როგორც ადგილობრივები ამბობენ, კაცი მესაფლავედ მუშაობდა.

ცნობისთვის, სოფელ კაბალში 40 წლამდე მამაკაცის ცხედარი რამდენიმე დღის წინ იპოვეს. გარდაცვლილი ახალი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, კაცი მესაფლავედ მუშაობდა. მათი თქმით, რამდენიმე დღის წინ ჯერ მამაკაცის ტელეფონი და პირადი ნივთები იპოვეს, მოგვიანებით კი მისი ცხედარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g