LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გიორგი ცხადაძე: „მგონია, ყველა ხვდება, რა არის ჭეშმარიტება და სიმართლე. ანდრო სჭირდება ქართულ თეატრს, გვჭირდება ჩვენ, მის მეგობრებს…“

133
page

მსახიობი გიორგი ცხადაძე ანდრო ჭიჭინაძის, იუმორის ონისე ცხადაძისა და კიდევ ამავე ბრალდებით დაკავებული 9 პირის სასამართლო პროცესზე იმყოფება, კოლეგის მხარდასაჭერად „ტვ პირველთან“ საუბრობს:

„წინა წლისგან განსხვავებით, შეიძლება, ბავშვური იმედი მქონდა, რომ ეს წელი უკეთესი იქნებოდა. ყოველდღე ველოდები, რომ კარგ ინფორმაციას მოვისმენთ. სამწუხაროდ, ყოველდღე კიდევ უფრო ცუდი ინფორმაციის მომსწრე ვხდებით. რამდენიმე ჩემს კოლეგას გავესაუბრე, შეიძლება, ბავშვური იმედია, მაგრამ მგონია, რომ გამოუშვებენ, იმედს ვიტოვებ, რომ სინდისის პატარა მარცვალი შეიძლება იყოს დარჩენილი გადაწყვეტილებების მიმღებთა შორის. აქ არ ხდება გადაწყვეტილების მიღება, ეს არის პოლიტიკური და ნამდვილად ასეა… მგონია, ყველა ხვდება, რა არის ჭეშმარიტება და სიმართლე. ანდრო სჭირდება ქართულ თეატრს, გვჭირდება ჩვენ, მის მეგობრებს, ანდროსთან ერთად უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი და ეს დღეს უნდა მოხდეს…“

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

სანდრო კაკულია: „ბიძინა ივანიშვილი დაკავებულების ბედ-იღბლით ვაჭრობს – არ ვიცი, რა მოლოდინი უნდა მქონდეს“

ეკა დემეტრაძე „ქართულ ოცნებას“ – „შეგვეშვან, თავი დაგვანებონ, წავიდნენ და მიხედონ თავიანთ მილიარდებს“

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი: „მდგომარეობა ამ წუთებში… მაგიდა დაგვიმატეს ადვოკატებს“ – რა ვითარებაა საქალაქო სასამართლოსთან, სადაც საპროტესტო აქციებზე დაკავებულების მხარდამჭერები იკრიბებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g