BBC-ის ინფორმაციით, ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველები ხანძრის ოთხ კერას ებრძვიან.
დაღუპული 16 ადამიანიდან 11 იტონის ხანძარს ემსხვერპლა, 5 – პალისეიდს. ამ დროისთვის, 13 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება.
რეგიონში ქარი ძალას იკრებს და მოსალოდნელი პროგნოზით, უახლოეს დღეებში გაძლიერდება, რაც, პოტენციურად, ხანძარს კიდევ უფრო გაამწვავებს.