როგორც ცნობილია, ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად ლეგენდარული მსახიობის, 87 წლის ენტონი ჰოპკინსის სახლი განადგურდა.
„სანამ ყველანი ვცდილობთ, რომ ამ ხანძრების შედეგად მიღებული იარები მოვიშუშოთ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ერთადერთი, რაც თან მიგვაქვს, სიყვარულია, რომელსაც გავცემთ“, – წერს ოსკაროსანი მსახიობი.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, ლოს-ანჯელესში, 7 იანვარს გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 24 ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, სახლები ისეთ ვარსკვლავებს დაეწვათ, როგორებიც არიან: პერის ჰილტონი, ბილი კრისტალი, ჯენიფერ გარნერი, ლეიტონ მისტერი, ჯეიმს ვუდსი, ჯენიფერ გრანერი, მენდი მური, ბელა ჰადიდი და ა.შ…
„ჩემი ბავშვობის საძინებელი…“ – ბელა ჰადიდი ლოს-ანჯელესის ხანძარზე სულისშემძვრელ პოსტს ავრცელებს
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/01/2025-01-13_10-05-09_009680.jpg)
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/01/2025-01-13_10-05-01_026285.jpg)