LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

88 წლის ენტონი ჰოპკინსი მეუღლესთან ერთად გადაღებულ იშვიათ ფოტოს ავრცელებს

159
page

ოსკაროსანმა ბრიტანელმა მსახიობმა, ენტონი ჰოპკინსმა სოციალურ ქსელში მეუღლესთან, სტელა აროგიავესთან ერთად გადაღებული იშვიათი ფოტო გამოაქვეყნა.

კადრში წყვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ინგლისისა და მექსიკის საფეხბურთო მატჩის საყურებლად ემზადება. 88 წლის ჰოპკინსს ინგლისის ეროვნული ნაკრების მაისური აცვია, ხოლო 70 წლის სტელას მექსიკის ნაკრების ფორმა.

„ჩვენ ყველანი გამარჯვებულები ვართ…“ – ასე დაასათაურა ლეგენდარულმა მსახიობმა ფოტო.

ცნობისთვის, ენტონი ჰოპკინსი და კოლუმბიაში დაბადებული ამერიკელი მსახიობი, სტელა აროგიავე 2004 წელს დაქორწინდნენ. წყვილს საერთო შვილები არ ჰყავს.

ჰოპკინსს პირველი ქორწინებიდან ჰყავს ქალიშვილი, ებიგეილ ჰოპკინსი, რომელთანაც ურთიერთობას არ აქვს.

„მას პასუხიც კი არ გაუცია… ასე რომ, რა გაეწყობა, მშვიდობით“ – 87 წლის ენტონი ჰოპკინსს ერთადერთ ქალიშვილთან უკვე 24 წელია არანაირი კონტაქტი არ ჰქონია

ლეგენდების შეხვედრა წითელ ხალიჩაზე – 87 წლის ენტონი ჰოპკინსი და 62 წლის ჯონი დეპი The Red Sea-ის კინოფესტივალზე

87 წლის ენტონი ჰოპკინსი წითელ ხალიჩაზე მეუღლესთან ერთად – ლეგენდარული მსახიობი შესანიშნავ ფორმაშია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები