LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საკუთარი ცხოვრების აღწერა საკმაოდ უცნაური პროცესია“ – ენტონი ჰოპკინსი ავტობიოგრაფიულ წიგნს წერს

166
page

ლეგენდარული მსახიობი, ენოტი ჰოპკინსი ავტობიოგრაფიულ წიგნს  წერს. გამოცემა People-ის ცნობით, მსახიობის მეუღლე, სტელა აროგიავე ჰოპკინსის შესახებ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

„არ ვიცი როდის გამოვა, ეს საკმაოდ დიდი ფილმია. მისთვის არ მიკითხავს, წარმოდგენა არ მაქვს რა ეტაპზეა სტელას პროექტი.
რაც შეეხება ავტობიოგრაფიულ წიგნს, საკუთარი ცხოვრების აღწერა საკმაოდ უცნაური პროცესია“, – აცხადებს ოსკაროსანი მსახიობი.

ყველაზე უხუცესი ოსკაროსანი – 83 წლის ენტონი ჰოპკინსმა მორიგი ,,ოსკარი” მიიღო

ცნობისთვის, ახლახან  85 წლის ენტონი ჰოპკინსის მონაწილეობით ფილმი „ფროიდის უკანასკნელი სეანსი“ გამოვიდა. „ჰანიბალის“ ვარსკვლავმა ლეგენდარული ფსიქოლოგის, ზიგმუნდ ფროიდის როლი მოირგო.

ენტონი ჰოპკინსი ზიგმუნდ ფროიდის როლში – „ფროიდის უკანასკნელი სეანსის“ პირველი „თრეილერი“ გავრცელდა

„როდესაც სასტუმროს ცარიელი ფოიე იდეალური ადგილია“ – 85 წლის ენტონი ჰოპკინსის არაჩვეულებრივი პერფორმანსი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები