ლოს-ანჯელესში მასშტაბური ხანძრის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა. დამწვარია 12 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა განაცხადა, რომ ეს ხანძარი, შეიძლება, აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ ბუნებრივ კატასტროფად იქცეს. ამერიკული მედიაორგანიზაციის, AccuWeather-ის წინასწარი შეფასებით, კალიფორნიაში ტყის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა ამ დროისთვის 150 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა
დაღუპული 16 ადამიანიდან 11 იტონის ხანძარს ემსხვერპლა, 5 – პალისეიდს. ამ დროისთვის, 13 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
ქართველი ინფლუენსერი, სოსო ნებიერიძე ლოს-ანჯელესში სტიქიის ზონაში იმყოფება და თავის გამომწერებს უზიარებს ადგილზე არსებულ ვითარებას. კადრებში ჩანს დამწვარი და დანგრეული სახლები. ინფლუენსერი ამბობს, რომ ამ დროისთვის მკაცრად კონტროლდება დამწვარი ტერიტორიები, რადგან უამრავი ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა:
„ტერიტორიები, რომელიც დაიწვა, მკაცრად კონტროლდება და არის გადაკეტილი. სამხედროები აკონტროლებენ ვითარებას და ეს მიხდა იმიტომ, რომ დაფიქსირდა ქურდობები, გაჰქონდათ სახლებიდან ძვირადღირებული ნივთები…“ – ამბობს ინფლუენსერი.
ფოტო/ვიდეო: „არავის ვუსურვებ, პირდაპირ ეთერში ნახოს, როგორ იქცევა შენი სახლი ფერფლად“ – პერის ჰილტონი შუა ღამით ევაკუაციის კადრებს გვიზიარებს
„გთხოვთ, გაუფრთხილდით და იზრუნეთ თქვენს ოთხფეხა მეგობრებზე, რათა ისინი უსაფრთხოდ იყვნენ“