LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: დოლიძის ქუჩაზე გაფიცულ მოქალაქეებს რამდენიმე პირი თავს დაესხა

440
დოლიძის ქუჩა

დოლიძის ქუჩაზე გაფიცულ მოქალაქეებს მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი თავს დაესხა. ასევე ვრცელდება ვიდეო მასალა, სადაც ჩანს თუ როგორ უსწორდება რამდენიმე პირი ფიზიკურად აქციის მონაწილეს.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დოლიძის ქუჩაზე მყოფ აქციის მონაწილეებს, საცხოვრებელი კორპუსიდან კვერცხებიც დაუშინეს.

ცნობისთვის, საქართველოში ლოზუნგით – „იფიცება საქართველო!“ დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ნაწილი გაიფიცა.

საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა 15:00 საათზე დაიწყო, რომელიც სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება და მას კომპანიები, უნივერსიტეტები, კვების ობიექტები თუ სხვა ბიზნესჯგუფები უერთდებიან. გაფიცვის ფარგლებში უკვე დაიკეტა მრავალი ობიექტი, მათი თანამშრომლები კი ქუჩაში გამოვიდნენ.

პროტესტის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას ის, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g