Timesofisrael-ი აშშ-ის და არაბ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების შესახებ ოფიციალურად მომდევნო საათებში გამოცხადდება.
შეთანხმება ითვალისწინებს ბრძოლის შეჩერებას ღაზის სექტორში, ასევე ისრაელიდან გატაცებული მძევლების და პალესტინელი პატიმრების ეტაპობრივ გათავისუფლებას.