LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სრულებით არ გამოვრიცხავ, რომ მთელი ეს ყალბი საგამოძიებო პროცესი გიორგი გახარიას წინააღმდეგ შებრუნდეს“ – ხატია დეკანოიძე

134
ხატია დეკანოიძე

სრულებით არ გამოვრიცხავ, რომ მთელი ეს ყალბი საგამოძიებო პროცესი მის წინააღმდეგ შებრუნდეს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანისუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ბათუმში, „შერატონში“ მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

ხატია დეკანოიძის თქმით, გვაქვს ქვეყანა, სადაც არ არსებობს სამართლებრივი ბერკეტი, რომ დაამტკიცო შენი სიმართლე.

„გახსოვთ, ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთ მის ბოლო ინტერვიუში ვისაც ემუქრებოდა, გახარია იყო. სრულდებით არ გამოვრიცხავ, რომ მთელი ეს ყალბი საგამოძიებო პროცესი მის წინააღმდეგ შებრუნდეს. რეჟიმის ამ პირობებში არ გამოირიცხება ყველაზე უფრო ალოგიკური ქმედება. ქვეყანა გვაქვს, სადაც არ არსებობს სამართლებრივი ბერკეტი, სადაც შეგიძლია დაამტკიცო შენი სიმართლე. ეს არის ყველაზე უფრო მძიმე“, – აღნიშნა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო „შერატონში” მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g