LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა სოხაძე: „2024 წელს ჩემი ქმრის ავადმყოფობა გავატანე…“

701
ირმა სოხაძე

ირმა სოხაძე ჟურნალ „სარკესთან“ განვლილ წელიწადს აფასებს და აღნიშნავს, რომ გერმანიაში ახალ წლამდე მეუღლის ოპერაციაზე გამგზავრებამ მოუწიათ:

„მოხდა ისე, რომ ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე მოგვიწია გერმანიაში წასვლამ მთელ ოჯახს. პატარა ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა ჩემს მეუღლეს, რეზოს. აქაურმა ექიმებმა გვირჩიეს საუკეთესო კლინიკები. ჩვენ კი გერმანია ავარჩიეთ და ჩავედით, სადაც ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა.

მიზანი, რატომაც იქ ვიყავით, მიღწეული და მოგვარებულია. რეზო თავს შესანიშნავად გრძნობს და ყველანაირი პრობლემა უკან დარჩა. როცა გავიგეთ, რომ გარკვეული ჩარევა იყო საჭირო, გადავწყვიტე, იმ წელს დამემთავრებინა ყველაფერი და ეს უნდა წაეღო ძველ წელს. ახალ წელს ამ პრობლემით არ შევხვდებოდი. რეზო ისეთია, არასდროს ჩქარობს, ამბობდა, მოდი, გადავდოთ, ცოტა მერე წავიდეთო. მე კი გადავწყვიტე, 2024 წლისთვის გამეტანებინა ყველაფერი ცუდი და სანერვიულო, მოვიდა 2025 წელი და იმედი მაქვს, ყველა პრობლემა წაიღო 2024-მა. თანდათან გამოვიხედავთ თვალებში და ყველაფერი კარგად იქნება, ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g