LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერდია სიჭინავა: „ბათუმის „შერატონისგან“ ოფიციალურად ვითხოვთ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების გადმოცემას“

181
ბერდია სიჭინავა

ბათუმის სასტუმრო „შერატონისგან“ ოფიციალურად ვითხოვთ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების ჩვენთვის გადმოცემას, რისი სამართლებრივი უფლებაც გვაქვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სასტუმროს ადმინისტრაციაზე მიმდინარეობს ზეწოლა.

გახარია: „დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად ვარ“

„დღეს, პირველ რიგში, უკანონო პატიმრებს სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა.“

როგორც სიჭინავამ განაცხადა, „დე ფაქტო პრემიერისა და სხვა თანამდებობის პირების მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ძალადობა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით წინასწარ იყო ორგანიზებული და მათი მეშვეობით აღსრულებული“.

„გიორგი გახარიაზე განხორციელებული ორგანიზებული თავდასხმის შემდეგ, „ოცნება“ მალავს თავდამსხმელებს და პროპაგანდისტული ინსტრუმენტებით ცდილობს მათ მსხვერპლად და დაზარალებულად გასაღებას საზოგადოებაში. ამ ორგანიზებულ დანაშაულში პირდაპირ ჩართულები არიან პროპაგანდისტული მედიასაშუალებები, რის ავანგარდშიცაა ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც წინასწარ დაგეგმილი და გადაღებული, დაჩეხილი და უხეშად დამონტაჟებული კადრებით ცდილობს საზოგადოებას ტყუილები და ცრუ ვერსია მიაწოდოს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

კოჭლ რეჟიმს და ამ დანაშაულში თანამონაწილე ლაჩრებს, იმის უნარი და გამბედაობაც არ აქვთ, აღიარონ, რომ ამ ორგანიზებული თავდასხმის უკან თვითონ დგანან, თუმცა დე ფაქტო პრემიერისა და სხვა დე ფაქტო თანამდებობის პირების მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ძალადობა ივანიშვილის დავალებით წინასწარ იყო ორგანიზებული და მათი მეშვეობით აღსრულებული, რასაც საგანგებოდ იღებდნენ.

არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სასტუმრო „შერატონის“ ადმინისტრაციაზე მიმდინარეობს ზეწოლა, რადგან სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები და სამართალდამცავი ორგანოების ინერტულობა აჩენს უნდობლობას და ყოველწუთიერად ზრდის რისკებს ვიდეომტკიცებულებების შესაძლო განადგურებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დე ფაქტო პრემიერი და სხვა თანამდებობის პირები ღიად და საჯაროდ უკვე კარნახობენ მართლმსაჯულებას რა მიმართულებით და ვერსიით უნდა წავიდნენ.

„სასტუმრო აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და მზადაა შესაბამისი მოთხოვნის და დოკუმენტაციის საფუძველზე მიაწოდოს მას შესაბამისი საგამოძიებო მასალა“ – სასტუმრო „შერატონ ბათუმი“ განცხადებას ავრცელებს

ამიტომ, სასტუმრო „შერატონისგან“ ოფიციალურად ვითხოვთ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების ჩვენთვის გადმოცემას, რისი სამართლებრივი უფლებაც გვაქვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.

კანონს მიღმა მოქმედი რეჟიმი, რომელსაც გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ძალაუფლებისა და კონსტიტუციური კურსის შეცვლის გამო ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისი უდგას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო დონეზე, ცდილობს გადარჩენას.

რეჟიმის მარცხი იქნება გარდაუვალი! თავისუფლება სინდისის პატიმრებს!,“ – განაცხადა სიჭინავამ.

ცნობისთვის, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას თავს დაესხნენ. ექიმის თქმით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g