მიხეილ ცაგარელი „შუადღეს“ ესტუმრა და „რუსთავი 2“-ის მაყურებლისთვის ისაუბრა მნიშვნელოვან პერიოდზე ზოდიაქოს ნიშნებისთვის:
„სავსემთვარეობა ყველაზე ერთნაირად არ მოქმედებს. ზოგადად, არის საყურადღებო, რადგან მოდის მოჭარბებული ენერგია კოსმოსიდან, ყველა თანაბრად ვერ ამუშავებს ამ ენერგიას, ზოგს საერთოდ არ აქვს რეაქცია, აბსოლუტურად ინდივიდუალურია. ცალკე თემაა, რომელ ზოდიაქოშია სავსემთვარეობა, ამ შემთხვევაში კირჩხიბი და თხის რქა იყო რისკჯგუფში…
ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა 13 იანვარს. არსებობს თეთრი მთვარის, ანუ მფარველი ანგელოზის ცნება. ახლა გადავიდა ტყუპებიდან კირჩხიბის ზოდიაქოში. კირჩხიბი არის ოჯახი, სამშობლო, პატრიოტიზმი. იყავით სამშობლოს პატრიოტები და არა ფსევდოპატრიოტები, იყავით ოჯახის პატრიოტები, მაქსიმალური ყურადღება სანათესავო კავშირებს. დროა, წინაპრების სულის გაძლიერებისთვის, მოინახულეთ სასაფლაოები, საგვარეულო აკლდამები. წინაპრების დახმარების პერიოდია, ეს შვიდი თვე განსაკუთრებულია და რასაკვირველია, პირადი ოჯახი, ოჯახური სტაბილურობა. აი, რას მოითხოვს ჩვენგან მფარველი ანგელოზი. ახლა ბევრ ემიგრანტს შეიძლება ჰქონდეს სამშობლოს ნოსტალგია. სამყარო ითხოვს ჩვენგან ინტუიციაზე დაყრდნობას“.