LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბუ-დაბიში ნაცემი ლაშა გაბიტაშვილი პოლიციიდან გამოუშვეს, მომდევნო სასამართლო სხდომა მომავალ კვირაში გაიმართება – რადიო „თავისუფლება“

195
ლაშა გაბიტაშვილი

რადიო „თავისუფლების“ წყაროს ცნობით, ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც „ქართული ოცნების“ წევრები აბუ-დაბიში თავს დაესხნენ, სამდღიანი გამოკითხვების დასრულების შემდეგ, პოლიციიდან გამოუშვეს.

წყაროს ცნობითვე, გაბიტაშვილი სასამართლო სხდომამდე გამოუშვეს, რომელიც მომდევნო კვირაში გაიმართება. მანამდე ლაშა გაბიტაშვილს არაბთა გაერთიანებული საამიროების დატოვება ეკრძალება.

ირაკლი ზარქუამ და ვიქტორ სანიკიძემ აბუ-დაბიში პოლიციის შენობა დატოვეს და ამ დროისთვის სასტუმროში იმყოფებიან

ცნობისთვის, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„სამართალდამცველების მხრიდან მიმდინარეობს მომხდარის შესწავლა, რაშიც ბუნებრივია, ჩართული არიან ინციდენტში მონაწილე პირები“ – რას აცხადებს საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g