თეთრი მთვარის ანუ მფარველი ანგელოზის სელენას 7 თვით კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლით გაძლიერდება პატრიოტიზმის გრძნობა, ეროვნული და ოჯახური ტრადიციებისა და ფასეულობების დაცვის სურვილი.
მზის ერთი თვით მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, ინტუიციას, ორიგინალურობას, ცნობისმოყვარეობას და თავისუფლებისკენ სწრაფვას, მეორეს მხრივ, სიზარმაცეს, სიჯიუტესა და სულსწრაფობას გააძლიერებს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენისთვის. ნაკლებად გაამართლებს ავტომობილის ყიდვა და გაყიდვა.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ზედმეტი სითხის, ციტრუსის და მარილიანი საკვების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ქარვა და საფირონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა სასწორისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროსა და მორიელს, რომელთაც მართალია, ენერგია მოეძალებათ, მაგრამ არ ღირს ამ ენერგიის აგრესიით გამოვლენა.