LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი უპირობო მხარდაჭერა გიორგი გახარიას! არასოდეს გადამიხდია მისთვის მადლობა იმ კომფორტისთვის, რაც მასთან მუშაობისას მქონდა როგორც საჯარო მოხელეს… არასოდეს ითხოვდა მონობას იმ ადამიანებისგან, ვისაც თანამდებობა ჩააბარა, განიჭებდა სრულ თავისუფლებას საქმიანობაში, ოღონდ რამე კარგი გეკეთებინა“ – ლონდა თოლორაია

170
ლონდა თოლორაია

„ჩემი უპირობო მხარდაჭერა გიორგი გახარიას! მასთან ერთად საქმე ვისაც უკეთებია, ყველა [ჩემი] სიტყვის უკან რომ რეალობაა, იცით. ვისაც მასთან ერთად საქმე არ უკეთებია, მომავალში გისურვებთ!“ – ამის შესახებ სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელი ლონდა თოლორაია სოციალურ ქსელში წერს.

სტატუსში, რომლითაც ლონდა თოლორაია ეხმაურება ბათუმში, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს, ლონდა თოლორაია აღნიშნავს, რომ მას არასოდეს გადაუხდია გიორგი გახარიასთვის მადლობა იმ კომფორტისთვის, რაც მასთან მუშაობის დროს ჰქონდა და ახლა ამისთვის ყველაზე სწორი დროა:

ბერდია სიჭინავა: „თავდასხმისას გიორგი გახარია იმყოფებოდა მარტო, რა დროსაც მას ლაჩრულად, როგორც ეს მათი ცხოვრების წესია, თავს დაესხა 10-მდე პირი“

„როგორ უერთგულებდა გიორგი გახარია იმ გუნდს, ვინც ქვეყანას უღალატა. როგორ შეიძლებოდა თქვენს ერთგულად დარჩენილიყო ადამიანი:

რომელიც იდგა ხალხის სამსახურში. ამას მოწმობს ამდენი ადამიანის გულწრფელი მხარდაჭერა, რასაც ბოლო დღეებია ვისმენთ;

რომლისთვისაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი საინტერესო იყო და არა მტერი;

რომელსაც არასოდეს აინტერესებდა როგორ გამოიყურებოდა მისი სამუშაო ოთახი, მისი სავარძელი ან ავტომანქანის მარკა/მოდელი, რომელიც ემსახურებოდა;

რომელიც მისთვის სრულიად უცნობ ადამიანებს ნიშნავდა ძალიან მაღალ თანამდებობებზე, უპირობო ნდობით (მე რა მოსატანი ვარ, თავისივე მოადგილედ, მისთვის უცნობი ადამიანი, 5 წუთიანი გასაუბრების შემდეგ დანიშნა. არ დაგავიწყდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროზეა საუბარი);

რომელიც არასოდეს ითხოვდა მონობას იმ ადამიანებისგან, ვისაც თანამდებობა ჩააბარა. არასოდეს ერეოდა შენს საკადრო გადაწყვეტილებაში. არასოდეს გთხოვდა დეპარტამენტში/დანაყოფში დაგენიშნა მისთვის სასურველი კადრი (დიახ, მინისტრი იყო და არ ერეოდა);

რომელიც განიჭებდა სრულ თავისუფლებას საქმიანობაში, ოღონდ რამე კარგი გეკეთებინა. ამავდროულად გაკისრებდა უდიდეს პასუხისმგებლობას იმ ხალხის წინაშე, ვის მსახურადაც დაგნიშნა;

რომელიც გთხოვდა პასუხს ყველა უკმაყოფილო მოქალაქეზე და უსაზღვრო მოტივაციას გაძლევდა, როცა კეთილსინდისიერად ასრულებდი შენს საქმეს;

რომელიც მუდმივად გთხოვდა გაგეცნო მისთვის ჭკვიანი და კეთილსინდისიერი ხალხი. და ძალიან ბევრ დროს უთმობდა რიგით პოლიციელებთან შეხვედრას, რომ აღმოეჩინა მომავალი ლიდერები;

რომელიც სხვა სამინისტროებსაც გადასწვდებოდა, სადაც ხელეწიფებოდა, თუ გაიგებდა რომ ვინმეს ჩაგრავდნენ. ძალიან კარგად იცით, რამდენი თქვენი სიგიჟე აქვს შეჩერებული;

რომელიც უარს ამბობდა პიარზე, რაც მას ძალიან ბევრ პოზიტივს მოუტანდა, თუ ეს პიარი მსხვერპლს ზიანს მიაყენებდა;

რომელიც სამუშაო კარს სრულიად მოულოდნელად შეუღებდა რიგით პოლიციელებს, ჩამოუჯდებოდა მათივე ოთახში და ინტერესდებოდა მათი ყოველდღიურობით

დიახ, მე ასეთ გიორგი გახარიას ვიცნობ და ის თქვენს ინტერესებს ვერ უერთგულებდა.

ჩემი უპირობო მხარდაჭერა გიორგი გახარიას! მასთან ერთად საქმე ვისაც უკეთებია, ყველა სიტყვის უკან რომ რეალობაა იცით. ვისაც მასთან ერთად საქმე არ უკეთებია, მომავალში გისურვებთ!

მე არასოდეს გადამიხდია მისთვის მადლობა იმ კომფორტისთვის, რაც მასთან მუშაობისას მქონდა როგორც საჯარო მოხელეს. ვფიქრობ, დღეს ყველაზე სწორი დრო და მომენტია ამისთვის“, – წერს ლონდა თოლორაია სოციალურ ქსელში.

როგორ უერთგულებდა გიორგი გახარია იმ გუნდს, ვინც ქვეყანას უღალატა. როგორ შეიძლებოდა თქვენს ერთგულად დარჩენილიყო ადამიანი:…

Posted by Londa Toloraia on ხუთშაბათი, 16 იანვარი, 2025

ცნობისათვის, 14 იანვარს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას თავს დაესხნენ. ექიმის თქმით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა.

გახარია: „დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად ვარ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g