მომღერალი ირაკლი ნოზაძე და მისი მეუღლე ია დუდაშვილი, რომლებსაც ცოტა ხნის წინ მესამე შვილი – სიდონია შეეძინათ, სოციალურ ქსელში, გამომწერებში დიდი პოპულარობით სარგებლობენ.
ია დუდაშვილი საკუთარ გამომწერებს ოჯახურ კადრებს ხშირად უზიარებს. ცოტა ხნის წინ, წყვილმა გაავრცელა საახალწლო ფოტოსესიის დროს გადაღებული კადრები, რომლებსაც ასევე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ია დუდაშვილი „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ამავე ფოტოსესიიდან, სიდონიასთან ერთად გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„რომ გაიზრდება, აუცილებლად მოვუყვები – როგორ გაათბო ჩვენი ოჯახი თავის მობრძანებით“.
