„ყველაზე დიდი სიმშვიდე უფლისგან, საკუთარი თავიდან და ოჯახიდან იწყება“, – ამის შესახებ მომღერალ ირაკლი ნოზაძის მეუღლე, ია დუდაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ძლიერი ქვეყანა ძლიერი ოჯახებით შენდება.
იქ, სადაც ბავშვები სიყვარულში იზრდებიან,
სადაც პატივისცემა, თავმდაბლობა, ემპათია, თანადგომა და ზრუნვა ყოველდღიურობაა — იქ ყალიბდება ჯანსაღი მომავალი თაობაც ![]()
გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს.
საოცარი გამთლიანების დღე დაგვიტოვა ჩვენმა უწმინდესმა ![]()
იხაროს, იდღეგრძელოს და იმრავლოს
ჩვენმა ქართველმა
ერმა, როგორც ქვეყნის შიგნით,
ასევე ქვეყნის გარეთ![]()
გვიყვარხართ“, – წერს ია დუდაშვილი და საყოველთაო მსვლელობიდან, რომელშიც მთელი ოჯახი იღებდა მონაწილეობას, კადრებს აზიარებს.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა.
