ბოლო რამდენიმე დღეა, ჯასტინ ბიბერის „ინსტაგრამის“ მიმართ მედიის განსაკუთრებული ყურადღებაა მიპყრობილი. გაირკვა, რომ არტისტის ექაუნთიდან მეუღლის, ჰეილი ბიბერის გამოწერა გაუქმდა.
ყოველივე ამან დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ რამდენიმე თვის წინ ვარსკვლავმა ტრადიცია დაარღვია და ჰეილის იუბილე საჯაროდ არ მიულოცა. თუმცა, გვინდა დაგამშვიდოთ, წყვილს ყველაფერი კარგად აქვს.
ჯასტინმა „სთორიში“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას „ინსტაგრამ ექაუნთი“ გაუტეხეს და მეუღლის გამოწერა გაუუქმეს.
წყვილი ახლა ასპენაში, მეგობრებთან ერთად იმყოფება. მომღერალმა უკვე გაავრცელა ფოტოები მოგზაურობიდან. ერთ-ერთ ფოტოში კი ბიბერს ხელში შვილი უჭირავს.
შეგახსენებთ, გასული წლის აგვისტოში ჯასტინ და ჰეილი ბიბერები მშობლები პირველად გახდნენ. წყვილს ვაჟი შეეძინა, რომელსაც Jack Blues დაარქვეს.