ზვიად ქორიძე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, მასზე ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე დაზარალებულად ცნეს.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს რეგიონული ოფისების ხელმძღვანელი განმარტავს, დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ დღეს გადასცეს.
ვიდეო: „დაიწყო გინება, სავარძელზე ფეხების რტყმა“ – ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ მას „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე თავს დაესხა
„იყო მუქარა, გინება. დაცვამ გამიყვანა“
„დღეს გადმომეცა დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება“, – აღნიშნა ქორიძემ „ინტერპრესნიუსთან“.
ცნობისთვის, ზვიად ქორიძის განცხადებით, მას ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე დაესხა თავს. მომხდარის დეტალებზე საუბრისას, ქორიძემ განაცხადა, რომ სამხარაძე იგინებოდა, იყო მუქარაც, საბოლოოდ კი ინციდენტში დაცვა ჩაერია. ქორიძე კლინიკაშიც იმყოფებოდა.
„სოლიდარობა ზვიად ქორიძეს! სოლიდარობა გიორგი გახარიას! ცეცხლი ოლიგარქიას“ – ნანუკა ჟორჟოლიანი გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმაზე
ნანუკა ჟორჟოლიანი ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასა და ჟურნალისტსა და მედია ექსპერტ ზვიად ქორიძეზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება.