LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ირაკლი ზარქუას და ვიქტორ სანიკიძეს 80 000-დოლარიანი ჯარიმის გარდა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შესვლა სამუდამოდ აეკრძალათ

286
ირაკლი ზარქუა

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ წევრებს, ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს, აბუ-დაბიში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკისრებული 80 000-დოლარიანი ჯარიმის გარდა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შესვლა სამუდამოდ აეკრძალათ.

„ორივე თბილისშია, [ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე] პატიმრობაში არასდროს ყოფილან… ორივე მხარეს ჯარიმები დაეკისრა, რომ ვრცელდება ინფორმაცია, იმხელა ჯარიმა არაა“ – მდინარაძე ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეზე

როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „მთავარ არხთან“ წყარო ჰყვება, რომ ჯარიმა „ქართული ოცნების“ გოჩა ენუქიძემ გადაიხადა.

„ფორტუნა“ ცდილობს ინფორმაციის დაზუსტებას ოფიციალურ სტრუქტურებთან.

ცნობისთვის, 13 იანვარს აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. აღნიშნულს წინ უძღოდა მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება.

შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო. კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული.

ვიდეო: ვიქტორ სანიკიძე, ირაკლი ზარქუა და ლაშა გაბიტაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ – რა კადრებს ავრცელებს ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბიდან

მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ მომხდარი 12 იანვარს მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა.

ვიდეო: „ზარქუამ ხელი გაარტყა ტელეფონს და შეურაცხყოფა მომაყენა! მინდოდა მეთქვა რომ ისინი ასე მშვიდად ვერ იცხოვრებენ, ახალი არჩევნებია ჩასანიშნი და ხალხია გამოსაშვები ციხიდან“ – ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბიში მომხდარზე წერს და კადრებს გვიზიარებს

„ასეთი გადედლებული კაცები ვერასდროს მოახდენენ რევოლუციას ეს კარგად იცოდეს ყველამ! პასუხს კი ყოველთვის მიიღებენ ადეკვატურს ქართველებისგან!“ – ირაკლი ზარქუა აბუ-დაბიში მომხდარზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g