გზის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული მსახიობის, ბაჩო ქაჯაიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადება 18 თებერვლის 17:00 საათისთვის გადაიდო – ამის შესახებ ინფორმაციას ბაჩო ქაჯაიას ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს.
„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე:
ბაჩო ქაჯაიას გადაწყვეტილების გამოცხადება იყო დღეს 17:00 საათზე.
დაგვიკავშირდნენ, რომ გამოცხადება გადაიდო 18 თებერვლის 17:00 საათისთვის.
მოსამართლე – ნინო ენუქიძე. თბილისის საქალაქო სასამართლო“, – წერს თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე: ბაჩო ქაჯაია-ს გადაწყვეტილების გამოცხადება იყო დღეს 17:00…
Posted by Tornike Migineishvili on ოთხშაბათი, 22 იანვარი, 2025
ცნობისათვის, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული მსახიობის, ბაჩო ქაჯაიას სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 21 იანვარს გაიმართა.
ბაჩო ქაჯაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან – საგამოძიებო უწყების განცხადებით, ის 9 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.