„გრიპის ვირუსის ხვედრითი წილი მატულობს. იანვარი გრიპის ვირუსის მატების თვალსაზრისით გამორჩეული იყო. თუ დეკემბრის ბოლოს გრიპის ხვედრითი წილი 25% იყო, ახლა 60%-ს მიაღწია“, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირაში“ განაცხადა.
ივანე ჩხაიძის თქმით, „10 ადამიანიდან, რომელსაც ხველა, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და მაღალი ტემპერატურა აქვს, სავარაუდოდ, 6 გრიპით არის ინფიცირებული.
„ვირუსების საერთო განაწილებიდან 60%-ში გრიპი ფიქსირდება. ეს ნიშნავს, რომ 10 ადამიანიდან, რომელსაც ხველა, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და მაღალი ტემპერატურა აქვს, სავარაუდოდ, 6 გრიპით ინფიცირებულია. ეს ნიშნავს, რომ ახლა, ინფიცირების მატების ფონზე გრიპი გავრცელების მიხედვით მაქსიმალურ ციფრზეა.
მკვეთრად არის გაზრდილი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი იაშვილის კლინიკაში. ერთი დეპარტამენტი მთლიანად დავუმატეთ ჩვენს სტრუქტურულ შემადგენლობას, 25 საწოლი საკმარისი არ აღმოჩნდა. ბავშვების მისაღებად კიდევ ერთი, 25-საწოლიანი დეპარტამენტი გამოვათავისუფლეთ. გრიპი მძიმე მიმდინარეობის გამო, კლინიკაში უნდა იყოს მართული. ჩვენს კლინიკაში არ დაფიქსირებულა გრიპით გარდაცვალების შემთხვევა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.