პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციიდან კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, მისი უმცროსი ვაჟის, ბარონ ტრამპის სიმაღლე გახდა. ტრამპი უმცროსი დიდად არ მეგობრობს მედიასთან, ამიტომ მისი ხილვა მხოლოდ ოფიციალურ ღონისძიებაზეა შესაძლებელი.
ბოლოს ის მაშინ გამოჩნდა, როცა დონალდ ტრამპი პირველ საპრეზიდენტო ვადას ასრულებდა. ამჯერად ბარონ ტრამპი ისევ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში – ამჯერად თავისი სიმაღლის გამო.
მედიაში წერენ, რომ ბარონმა სიმაღლით ლებრონ ჯეიმსის რეკორდი გაიმეორა, რომლის სიმაღლე 2 მეტრსა და 6 სანტიმეტრს უდრის. სიმაღლის გამო ყველა ელოდა, რომ ის კალათბურთით იქნებოდა გატაცებული, მაგრამ ბარონი ფეხბურთის ფანია და მეტიც ის გუნდ DC United-ის შემადგენლობაშიც თამაშობს.
საინტერესოა, რომ დონალდ და მელანია ტრამპების ვაჟს თავად რესპუბლიკურ პარტიაში მომავლის იმედს უწოდებენ. უკვე არსებობს სამკერდე ნიშნები წარწერით „ტრამპი 2052“, რაც გულისხმობს სწორედ ბარონ ტრამპის შესაძლო გაპრეზიდენტებას, ამ დროისთვის ის 45 წლის იქნება.





