LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოლო ერთი წელი ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტს [დედას] ვუვლიდი…თავს არ ვცნობ დამნაშავედ, ეგ რაღაცა, რასაც მედავებიან ჩემს ჯიბეში მე არ მომითავსებია, მათ მოათავსეს“ – გიორგი ახობაძე სასამართლო პროცესზე

157
გიორგი ახობაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს – პროცესს ბრალდებული გიორგი ახობაძეც ესწრება.

როგორც სასამართლო პროცესზე გიორგი ახობაძემ განმარტა, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„ბოლო ერთი წელი ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტს [დედას] ვუვლიდი…

თავს არ ვცნობ დამნაშავედ და ეგ რაღაცა, რასაც მედავებიან, ჩემს ჯიბეში მე არ მომითავსებია. მათ მოათავსეს“, – განაცხადა სასამართლო პროცესზე ახობაძემ.

„ეს ფოტო, რომ დააკავეს, იმ დღეს გადავუღე, იმის მიუხედავად რომ ავადმყოფ დედას უვლიდა, მაინც ასწრებდა მისივე ხელით სენდვიჩების გაკეთებას“ – სოფო ჯაფარიძე

ცნობისთვის, დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან გადაისინჯება დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს.

„დღეს დილით გიო საკუთარ სახლში, თავისი ოჯახის გარემოცვაში დაემშვიდობა დედას, გვიხარია, რომ ოჯახის წევრებმა შევძელით მისი ნახვა“ – დაკავებული გიორგი ახობაძის და

ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნების დროს დააკავეს.

შეგახსენებთ, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„დედა გარდაიცვალა, შვილი ციხეშია, ისიც არ ვიცით, დაკრძალვაზე დასწრების უფლებას მისცემენ თუ არა“ – ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ექიმ გიორგი ახობაძეს დედა გარდაეცვალა

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ექიმს, გიორგი ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა – რა თქვა დაკავებულმა სასამართლოზე

„დაკავების მომენტში, მარცხენა ჯიბეში ჩამიდეს ნარკოტიკი, ვიგრძენი ჩადება, მერე გადამიყვანეს რამდენიმე მეტრით ხესთან, ხელები ამაწევინეს და იქ დაიწყეს ოფიციალური ჩხრეკა“ – აქციის მონაწილე ექიმი გიორგი ახობაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g