LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნებისმიერი უარყოფითი გადათარგმნადია დადებითში და სიყვარულში… ალბათ, ჩვენი ცხოვრების დანიშნულებაც ეს არის – გადავარჩინოთ ადამიანი ადამიანში“ – რას წერს მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში

136
ანდრო ჭიჭინაძის წერილი ციხიდან

დაპატიმრებული მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე ციხიდან წერილს ავრცელებს.

მსახიობის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილი წერილი გუშინ, „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტზე მსახიობმა, გივიკო ბარათაშვილმა სცენიდან გააჟღერა.

დაპატიმრებული მსახიობი, მადლიერებას გამოხატავს საზოგადოების მიმართ:

„მარტო ანდროთი არა, ყველა უკანონო პატიმრით ვამაყობ.. ვარ ამაყი ამ ბიჭებით და დღეს ვარ ყველაზე ბედნიერი“ – ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე ამბობს, რომ ის ამაყია არა მხოლოდ საკუთარი შვილის გამო, არამედ ყველა უკანონო პატიმრის და ასევე ანდროს მეგობრებით.

„სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი საიდან დავიწყო, როგორ გამოვხატო მადლიერება იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ. ძალიან ვცდილობ პათეტიკური არ ვიყო, მაგრამ კონტექსტმა გამწირა და მგონი, ცოტა მომიწევს. როცა ვამბობ თქვენ, ვგულისხმობ თითოეულ თქვენგანს პირადად და კონკრეტულად. ნაცნობებს და უცნობებს.

თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც გააზრებული პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული პირველ რიგში საკუთარ თავზე და აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა იცხოვროს ღირსეულ გარემოში, სადაც ყველა ადამიანი იქნება თანასწორი, დაცული და სოლიდარული.

„როცა ქვეყანაში შუქი ქრება, მაშინ ინთება სცენა, რისი მომსწრენიც გახდებით ხვალ“ – დავით დოიაშვილი

„როცა ქვეყანაში შუქი ქრება, მაშინ ინთება სცენა, რისი მომსწრენიც გახდებით ხვალ“ – დავით დოიაშვილი

ვამაყობ თითოეული თქვენგანით. თქვენი მოქმედებებით ვიჯერებ, რომ სადაც არ უნდა იყო და მოხვდე, ყველგან შეგიძლია ბედნიერი იყო. ნებისმიერი უარყოფითი გადათარგმნადია დადებითში და სიყვარულში. ალბათ, ჩვენი ცხოვრების დანიშნულებაც ეს არის – გადავარჩინოთ ადამიანი ადამიანში. როგორც საკუთარ თავში, ისე სხვაში. ალბათ თავისუფლებაც ეს არის და დიდი მადლობა თქვენ ამ თავისუფლებისთვის. მენატრებით”, – წერია ანდრო ჭიჭინაძის წერილში.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც სოლიდარულია თითოეული პატიმრის მიმართ“ – ანდრო ჭიჭინაძის წერილი გლდანის ციხიდან

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც სოლიდარულია თითოეული პატიმრის მიმართ“ – ანდრო ჭიჭინაძის წერილი გლდანის ციხიდან

შეგახსენებთ, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე სხვა დაკავებულების მხარდასაჭერად, „ახალი თეატრის“ წინ მსახიობებმა საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გუშინ გამართეს.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ ცხრა პირი კვლავ პატიმრობაში რჩება.

ანდრო ჭიჭინაძე: „თქვენი მოქმედებებით ვიჯერებ, რომ სადაც არ უნდა იყო და მოხვდე, ყველგან შეგიძლია, ბედნიერი იყო“

„ომგამოვლილი ბავშვები ბოდიშს არ იხდიან“ – კახა კინწურაშვილი

„რაც არ უნდა დააბნელოთ მთელი ქალაქი, სცენაზე შუქი აინთება და იქ ჩვენ ვიდგებით.. ახალი თეატრი დაიძვრება რეგიონებში“ – დავით დოიაშვილი

„არაფრით არ შეიძლება, რომ საბედისწერო შეცდომა დავუშვათ. ჩვენ ჩვენს შვილებს ფარად უნდა დავუდგეთ“ – ნინო კასრაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g