LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელანია ტრამპი სპორტულ სამოსში გამოჩნდა – Rag & Bone-ის ქურთუკი, „ლევისის“ ჯინსი და Xappeal-ის ფეხსაცმელი

495
მელანია ტრამპი

მელანია ტრამპის ჩაცმულობაზე მედია ხელახლა მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც ის თეთრ სახლში პირველი ლედის სტატუსით დაბრუნდა. პირველად კრიტიკის ქარცეცხლი გამოიწვია მელანიას ინაუგურაციაზე ქუდმა, რომელიც ამერიკელი დიზაინერის ერიკ ჯავიტსის კოლექციიდან იყო შერჩეული. ქუდის ზუსტი ღირებულება უცნობია, თუმცა არის ვარაუდი, რომ ის 1200 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ამჯერად კი კრიტიკა გამოიწვია მელანიას ახალმა ჩაცმულობამ, რომლითაც ის ჩრდილოეთ კაროლინაში ვიზიტისას გამოჩნდა.

მელანია მეუღლესთან ერთად ქარიშხლით დაზარალებულებთან შესახვედრად გაემგზავრა, ამ დღისთვის კი პირველმა ლედიმ არჩევანი Rag & Bone-ის დუტის ქურთუკზე, „ლევისის“ ჯინსებსა და Xappeal-ის შავ ფეხსაცმელზე გააკეთა. მედიაში წერენ, რომ ამ ბრენდებით დაზარალებულებთან შეხვედრა, მორიგი დაუფიქრებელი საქციელია.

ფოტო/ვიდეო: პრეზიდენტისა და პირველი ლედის სადღესასწაულო ცეკვა და ნაზი ამბორი – რა აცვია მელანიას

ფოტო/ვიდეო: ამერიკის პირველი ლედის თვალწარმტაცი „ლუქი“ და მეორედ გაპრეზიდენტებული დონალდის საკულტო ცეკვა – როგორ შეხვდნენ ახალ წელს დონალდ და მელანია ტრამპები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები